ორგანიზაციათა ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამა ადგილობრივი საბაზრო კავშირების გაუმჯობესების მიზნით

დასახელება: ორგანიზაციათა ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამა ადგილობრივი საბაზრო კავშირების გაუმჯობესების მიზნით
განმახორციელებელი: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა
დონორი: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და აშშ-ის მთავრობა
სამიზნე რეგიონ(ებ)ი: განაცხადის შემომტანი პირი უნდა წარმოადგენდეს რეგისტრირებულ კომერციულ ან არაკომერციულ ქართულ ორგანიზაციას. 
სამიზნე მიმართულებები:  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს შესაძლებლობების გაძლიერებისა და პოტენციალის განვითარებისთვის თანადაფინანსების პრინციპზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის რაუნდს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესასოციაციებისა (BAs) და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას,  სხვადასხვა ღირებულებითი ჯაჭვის (VC) მონაწილეებს შორის ადგილობრივ ბაზარზე კავშირების გაუმჯობესებისთვის, რაც უზრუნველყოფს ღირებულებითი ჯაჭვების მონაწილეებს შორის უკეთეს თანამშრომლობასა და სასურსათო ღირებულებითი ჯაჭვის მდგრად განვითარებას.პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მებაღეობა-მებოსტნეობის სექტორში მოქმედი, ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის, საწარმოო კლასტერებისთვის, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.
პროექტის ვადები: აპლიკაციის მიღება მოხდება მიმდინარე წლის 4 აპრილის ჩათვლით
ვებ-გვერდი: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=357718
საკონტაქტო ინფო.: თბილისი, 47 კოსტავას ქუჩა

ელფოსტა:grants@apgeorgia.org

საკონტაქტო ტელ:+995 322 982207

თარიღი

მარ 24 2022 - აპრ 04 2022
Expired!

ლოკაცია

საქართველო

ორგანიზატორი

USAID