
მწვანე საგრანტო პროგრამა
დასახელება: | მწვანე საგრანტო პროგრამა |
განმახორციელებელი: | ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) |
დონორი: | ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) |
სამიზნე რეგიონ(ებ)ი: | პროგრამა ხორციელდება საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ახალქალაქი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ქედა, ხულო, ლაგოდეხი და თეთრიწყარო. |
სამიზნე მიმართულებები: | ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების „მწვანე საგრანტო პროგრამა“ ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები ოჯახებისა და არსებული ბიზნეს სექტორისთვის ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვაზე წვდომის გამარტივებას, ენერგიის ხარჯების დაზოგვის, კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების შემსუბუქებისა და ბუნებრივ რესურსებზე (განსაკუთრებით ტყის რესურსზე) ზეწოლის შემცირების მიზნით.
პროგრამა მოიცავს შემდეგ ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების თანადაფინანსებას: თბოიზოლაცია, მზის ენერგიაზე მომუშავე ქარხნულად დამზადებული ვაკუუმური ტიპის წყლის გამაცხელებელი, მზის ენერგიაზე მომუშავე მარტივი ტიპის წყლის გამაცხელებელი და ჰაერის გამათბობელი. |
პროექტის ვადები: | განაცხადები მიიღება 2022 წლის 16 მაისიდან 2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით. |
ვებ-გვერდი: | http://gmg.undp.rda.gov.ge/home |
საკონტაქტო ინფო.: | სოფლის განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი: 1501 |