ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა

დასახელება: ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა
განმახორციელებელი: ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (AFAD)
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) “პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში” (UNDP/SDC VET) პროექტი
სამიზნე რეგიონ(ებ)ი: პროექტში მონაწილეობა შეუძლია: სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებ, ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (ააიპ, სას, სამ კოოპერატივი, ი/მ, შპს და ა.შ )
სამიზნე მიმართულებები:  პროგრამა ითვალისწინებს ინოვაციური იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში სიახლის შემოტანას, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას რეგიონში.
პროექტის ვადები: აპლიკაციის მიღება მოხდება მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე.
ვებ-გვერდი: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=351673&fbclid=IwAR2-8kuffX5sstWWRlB93nOg7fOrfD8MkQCXrtuTtnf-bfympOJSE0cZDts 
საკონტაქტო ინფო.: ზუგდიდი, დემურიას #1.

ელფოსტა: info@afad.org.ge

საკონტაქტო ტელ: 599 90 28 99; 599 98 59 63

თარიღი

თებ 15 2022 - მარ 31 2022
Expired!

დრო

8:00 am - 6:00 pm

ლოკაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთი

ორგანიზატორი

AFAD