თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის

დასახელება: თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის 
განმახორციელებელი: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო  (GITA)
დონორი: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო  (GITA)
სამიზნე რეგიონ(ებ)ი: პროექტი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. 

საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის, რომელთა რეგისტრაციიდან ორ წელზე ნაკლებია გასული. 

განაცხადის შემოტანა ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის არქმონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. 

სამიზნე მიმართულებები:  თანადაფინანსების გრანტების მიზანია, საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქნის სტიმულირება. ინოვაციურობა შესაძლოა ეხებოდეს პროდუქტებსა და მომსახურეობებს და ასევე ტექნოლოგიებს და პროცესებს.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები.

თანადაფინანსების გრანტების პროგრმის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტისთვის და არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 90 პროცენტს და 150 000 ლარს. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი, სხვა, სასურველია-კერძო სექტორის, წყაროებიდან. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარმოდგენა.

პროექტის ვადები: აპლიკაციის მიღება მოხდება 2022 წლის18 აპრილს 23:59 სთ-მდე 
ვებ-გვერდი: shorturl.at/ejzFP
საკონტაქტო ინფო.: თბილისი, ინოვაციების ქ. #7, ოქროყანა

ელ-ფოსტა:info@gita.gov.ge

საკონტაქტო ტელ: 032 200 44 82

თარიღი

აპრ 06 - 18 2022
Expired!

დრო

8:00 am - 11:55 pm

ლოკაცია

საქართველო