
ევროკავშირისა და FAO-ს სასოფლო-სამეურნეო გრანტების პროგრამა
დასახელება: | ევროკავშირისა და FAO-ს სასოფლო–სამეურნეო გრანტების პროგრამა |
განმახორციელებელი: | FAO – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია |
დონორი: | ევროკავშირი (EU) |
სამიზნე რეგიონ(ებ)ი: | ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ბორჯომი, ყაზბეგი, ქედა და ხულო; გორი – სპეციალურ საგრანტო კატეგორიაში. |
სამიზნე მიმართულებები: | ინიციატივის მიზანია, ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე.
პროგრამა ითვალისწინებს მარცვლეულის მწარმოებლებისთვის ნიადაგის ნულოვანი დამუშავების სათესის, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემის და ტრაქტორის კომპლექტის თანადაფინანსებას. გორის მუნიციპალიტეტის ფერმერებს საშუალება ექნებათ მოითხოვონ როგორც მარცვლეულის ნულოვანი სათესის, ისე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების თანადაფინანსება ვაშლის ბაღებისთვის. |
პროექტის ვადები: | საგრანტო ციკლი დაიწყება 2022 წლის 11 აპრილს. მოცემული დღიდან, ყველა განმცხადებელს შეეძლება საგრანტო განაცხადის წარდგენა. |
ვებ-გვერდი: | https://eu4georgia.eu/ka/enpard-faogrant/ |
საკონტაქტო ინფო.: | ელფოსტა: info@enpard3.mepa.gov.ge |