საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გარემოსდაცვითი პოლიტიკა
გარემოს მდგრადობის უწრუნველყოფა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დიდი პასუხისმგელობაა. როგორც წამყვანი დარგი მიწის გამოყენებისა (43%) და დასაქმების (37%) კუთხით, სოფლის მეურნეობა აგენერირებს ქვეყნის სათბური აირების ემისიების მეხუთედს და იყენებს მტკნარი წყლის რესურსების 70%-ს. ამიტომაც ფერმერებისთვის, ისევე როგორც, სასურსათო სისტემაში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის კლიმატის ცვლილებების საპასუხოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდგრადად მოქმედება.
ასოციაცია სრულად იაზრებს თავის როლს გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საკითხებში, ხოლო მეორე მხრივ, ღირებულებათა ჯაჭვში ფერმერებს ხელს უწყობს მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება, რათა მოსახლეობას წვდომა ქონდეს ნოყიერ და უვნებელ სურსათზე. ჩვენი ამოცანებია კლიმატის ცვლილებებთან გამკლავება, ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა. ჩვენ ფერმერებსა და სასოფლო მოსახლეობას ვეხმარებით ცნობიერების ამაღლებაში კლიმატის ცვლილებების, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატგონივრული მიდგომების, ორგანული მეურნეობის, ცირკულარული ეკონომიკის, შესაბამისი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესახებ.
საქართველოს ფემრეთა ასოციაცია ახდენს კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების, გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინტეგრაციას თავის პროექტებსა და აქტივობებში. ასოციაციამ შეიმუშავა და წარმოადგინა გეოგაპი – პირველადი წარმოების ხილისა და ბოსტნეულის წარმოების სერტიფიცირების სქემა, რომელშიც ასახულია გარემოსდაცვითი სტანდარტები და მოთხოვნები. გეოგაპი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მაღაზიის დახლებზე კონკურენტებისგან გამოარჩიოს მდგრადი სურსათი და ამით მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ფერმერებს.
ფერმერთა ასოციაციის გარემოსდაცვითი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით, მისი წევრები და თანამშრომლები საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრადი განვითარებისთვის ერთობლივად მუშაობენ.
ხედვა
ჩვენი ხედვაა გარემოსადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის სექტორი, სადაც სასოფლო და ფერმერული თემები აფასებენ ბუნებრივ რესურსებსა და ბიომრავალფეროვნებას.
მისია
ჩვენი მისიაა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი უზრუნველვყოთ ცოდნით, მიდგომებითა და სტიმულებით კლიმატისადმი მეგობრული პრაქტიკებისათვის.
ამოცანები
- წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების წახალისება;
- სოფლის მეურნეობაში ენერგოეფექტურობის წახალისება;
- მიწის დეგრადაციის (როგორიცაა გაუდაბნოება, ეროზია და ნიადაგის დაბინძურება, ა.შ.), ბიომრავალფეროვნების შემცირებისა და კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგობის განვითარება;
- სურსათის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობა;
- ფერმერების უზრუნველყოფა ცოდნით, მიდგომებითა და სახელმძღვანელოებით გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკების შესახებ.
- ინიციატივების მხარდაჭერა ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ასოციაციის წევრების ჩართულობის გასაზრდელად;
- ასოციაციის თანამშრომლებში ძლიერი გარემოსდამცველთა ჯგუფის ფორმირება და ამ მიმართულების გაძლიერება.
სამუშაო ჯგუფი კლიმატის ცვლილებებისა და გარემოს დაცვის შესახებ
2020 წელს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი კლიმატის ცვლილებებისა და გარემოს დაცვის შესახებ. ორგანიზაციამ მოახდინა რამდენიმე დაინტერესებული თანამშრომლის იდენტიფიცირება, რომლებსაც აქვთ ამ ჯგუფში მუშაობის შესაძლებლობა. ჯგუფის შექმნის მთავარ იდეას წარმოადგენს ორგანიზაციული თემის შექმნა ენთუზიასტი პროფესიონალებისგან, რომლებიც ასოციაციის გარემოსდაცვითი საკითხების ინსტიტუციონალიზაციას მოახდენენ (მაგ. შექმნიან სახელმძღვანელოებს, გარემოსდაცვითი მართვის სისტემებს, რისკების შეფასებას, ა.შ.), ისევე როგორც, იპოვიან გზებს, ასოციაციის წევრები ამ აქტივობებში ჩართონ უფრო აქტიურად.