Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

DCFTA-ის გავლენა მეწარმეებზე

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების საჭიროებებისა და გამოწვევების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა. შედეგებმა აჩვენა, რომ მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა უნდა მოიპოვონ სანდოობა მათ წევრ და არაწევრ კომპანიებს შორის. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, მეწარმეებისთვის DCFTA-ისა და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატების შესახებ ინფორმაციის წყარო ძირითადად მედიაა. 

რაც შეეხება ინფორმაციას ევროკავშირთან ღმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, კვლევის მიხედვით, გამოკითხული მეწარმეების 80% DCFTA-ის შესახებ ზოგადად ინფორმირებულია, თუმცა ისინი ვერ პასუხობენ კითხვას, რა გავლენას ახდენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება მათ საქმიანობაზე. 

“გამოკითხული 114 ბიზნესიდან, 18,4%-ს საერთოდ არ სმენია ისეთი სტანდარტების შესახებ როგორიცაა HAACP, GLOBAL G.A.P. და ISO, ხოლო იმ 81,6%-დან, რომლისთვისაც ეს სტანდარტები ნაცნობია, არცერთი არ ასახელებს ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციას, როგორც ინფორმაციის წყაროდ. მათ აღნიშნული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია გაიგეს მედია და ინტერნეტ-საშუალებებიდან (42%), არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტებიდან (17%), ასევე ნაწილს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში აღნიშნულ სტანდარტებთან დაკავშირებით (15%). აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 10%-მა ინფორმაციის წყაროდ დაასახელა სახელმწიფო სტრუქტურები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის ექსტენციის ცენტრები და სურსათის უვნებლობის სააგენტო. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სტანდარტების შესახებ სმენია გამოკითხულთა 81,6%-ს, მათი უმრავლესობა (52%) ამბობს, რომ დეტალური ცოდნა და ინფორმაცია ესაჭიროება HAACP, GLOBAL G.A.P. და ISO-ს შესახებ“, – ნათქვამია კვლევის შედეგებში. 

წყარო:bm.ge