Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

“ჰერბია” ფართოვდება

თბილისი (BPI) – მწვანილეულისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია “ჰერბია” ფართოვდება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „ჰერბიამ“ წყალტუბოში მიიღო უძრავი ქონება, სადაც ბოსტნეულის გადამმუშავებელ საწარმოს და სასათბურე მეურნეობას შექმნის. მთლიანობაში კომპანიას 23 536 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა. გაფართოებაში კომპანია 1,315 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს და დამატებით 40-მდე ადამიანს დაასაქმებს.

„ჰერბიამ“ საქმიანობა 2006 წელს დაიწყო. კომპანია აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვით. „ჰერბია“ ძირითადად ქარულ ბაზარზე ოპერირებს, თუმცა პროდუქციის გარკვეული ნაწილის ექსპორტირებას ევროპის ქვეყნებშიც ახდენს.

“ჰერბიამ” წელს კარტოფილის, ჭარხლის და სტაფილოს წარმოება დაიწყო და მომხმარებელს მისი შეძენა უკვე ივნისიდან შეეძლო ძირიტადად “კარფურიში”.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შარშან USAID-ის პროექტის ფარგლებში რებრენდინგი განახორციელა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შესაფუთი საწარმო შექმნა, განახლდა Global Gap-ის სტანდარტი. შესაბამისად, კომპანიაში წარმოება მოსავლის აღებიდან დაფასოება-რეალიზაციამდე სრულყოფილ ციკლს გადის და მომხმარებელი იღებს მაღალი ხარისხის პროდუქტს

წყარო:bpi.ge