Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ფერმერთა სათათბიროს მეორე გაფართოებული შეხვედრა

ფერმერთა სათათბიროს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 60 მუნიციპალიტეტიდან 120 ფერმერი ესწრება. ფერმერთა სათათბირო მიზნად ისახავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საკომუნიკაციო ქსელის მუნიციპალურ დონეზე გავრცელებას, რეგიონებში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი დროულად აღმოფხვრის მიზნით აქტივობების განხორციელებას. შეხვედრაზე ფერმერები გაეცნენ სტატისტიკის წარმოების შესახებ უახლეს ინფორმაციას, რომელზეც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მაია გუნცაძე ისაუბრა.

გაფართოებულ შეხვედრას, ილიაუნის ბიზნესკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე ესწრებოდა, რომელმაც ფერმერებს განათლებისა და ეკონომიკური ზრდის შესახებ მიაწოდა ინფორმაციას. გაფართოებულ შეხვედრაზე, ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით , საერთაშორისო ტრენერმა თორნიკე გურულმა მარკეტინგისა და გაყიდვების ტექნოლოგიებზე ისაუბრა. შეხვედრას ასევე დაესწრო, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და მოტივაციის ამაღლების მიმართულებება მიმოიხილა. ფერმერთა სათათბირო სოფლის მეურნეობის საკითხებზე საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად არის ჩართული ,რაც ხელს უწყობს ფერმერთა საქმიანობის განვითარებისათვის აუცილებელი პროექტების განხორციელებას.

ადვოკატირება, როგორც ფერმერთა სათათბიროს მიზანი,- ამ საკითხებზე ისაუბრა ფერმერთა ასოციაციის იურისტმა ნიკოლოზ აბუთიძემ. სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება განათლება. შეხვედრაზე პროფესიული სწავლების ექსპერტმა ნიკოლოზ მესხიშვილმა დისტანციური სწავლების მნიშვნელობასა და კერძო სექტორის წახალისების მექანიზმებზე ისაუბრა. „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“, გულისხმობს ფერმერებისა და სახელმწიფოს მონაწილეობით თანამედროვე სტანდარტის პროფესიონალების მომზადებას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით.

„ საქართველოში, სწავლების ახალი მოდელის დანერგვის ძირითად მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობაში, დარგის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიონალთა ახალი თაობის განვითარება კერძო სექტორის მონაწილეობით და საჯარო და კერძო სექტორთა ერთობლივი ძალისხმევით, თანამედროვე და ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტზე ორიენტირებული პროფესიული განათლების შესაძლებლობების შექმნა საქართველოში. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამაზე 160 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან კერძო სექტორის მონაწილეობით შეირჩა 102 აპლიკანტი მეხილეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით საქართველოს 6 რეგიონში