Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება

საქართვლოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მხარდაჭერით,გაიმართა ღონისძიება „ახალი შესაძლებლობები აგრარულ პროფესიულ განათლებაში“. ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის, განათლების სამინისტროს,კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროექტის „სამუშოზე დაფუძნებული სწავლება“ ფარგლებში მიღწეული შედეგები და პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებული სიახლეები განიხილეს. პროექტი „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“, გულისხმობს ფერმერებისა და სახელმწიფოს მონაწილეობით თანამედროვე სტანდარტის პროფესიონალების მომზადებას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით. „ საქართველოში, სწავლების ახალი მოდელის დანერგვის ძირითად მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობაში, დარგის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიონალთა ახალი თაობის განვითარება კერძო სექტორის მონაწილეობით და საჯარო და კერძო სექტორთა ერთობლივი ძალისხმევით, თანამედროვე და ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტზე ორიენტირებული პროფესიული განათლების შესაძლებლობების შექმნა საქართველოში. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამაზე 160 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან კერძო სექტორის მონაწილეობით შეირჩა 102 აპლიკანტი მეხილეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით საქართველოს 6 რეგიონში,“-განაცხადა ფერმერთა ასოციაციის . ღონისძიების დასასრულს კონკურს „აგროგრაფში“ გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ,რომლებმაც არგოსფეროზე ვიდეო და ფოტო მასალა წარმოადგინეს.