Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ქართველი ექსპორტიორებისთვის სასერტიფიკატო კურსი ჩატარდება

თბილისი (BPI) – ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მხარდაჭერით, ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდნა და განივითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან.

კურსის პირველი ეტაპი 2017 წლის 2 ოქტომბერს დაიწყება და 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რომელსაც 17 კომპანიის 22 წარმომადგენელი დაესწრება.

კურსი ყველა საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის.

მსმენელები გაეცნობიან ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები დაეთმობა საექსპორტო ლოგისტიკის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულებისთანავე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადასცემს სერტიფიკატს – Certified Export Manager.

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

წყარო: bpi