Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ფერმერის დღე

როცა ფერმერთა ასოციაციას ვაყალიბებდით, ვიცოდით რა მიზანს ვემსახურებოდით. რაც დავისახეთ მიზნად, ვცდილობთ ეტაპობრივად ყველაფერი გაგვეკეთებინა: ფერმერთა სათათბირო, აგრო ბიბლიოთეკა, ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, ადგილობრივი სტანდარტი გეოგაპი , მობილური აპლიკაცია აგრონავტი, ციფრული პლატფორმები: განათლების, აგრო ვაკანსიების, აგრო ობიექტების, აგრო ტურიზმის და აშ. თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. 

რომ არა დონორების მხარდაჭერა და მთავრობის სურვილი, რომ სოფლის მეურნეობა გაძლიერებულიყო ვერაფერს შევძლებდით. ვერც იმას რომ ფერმერის დღე დაწესებულიყო! 

2015 წლიდან 20 ნოებერი ჩვენთვის დიდი ზეიმია , რომელსაც ყოველ წელს აღვნიშნავდით, თუმცა ბოლო წლებია პანდემია ამის საშუალებას არ გვაძლევს. პანდემიის დასრულების შემდეგ, კვლავაც გავაგრძელებთ ამ დიდებული დღის აღნიშვნას! 

თქვენ კი ჩვენო საამაყო ფერმერებო , გილოცავთ დღევანდელ დღეს! ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები თქვენ ხართ ! მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა და გამოწვევისა, მაინც ერთგულად ემსახურებით ჩვენ ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს ! ღმერთმა ჯანმრთელობა, მხნეობა, ენერგია, წარმატება და წინსვლა არ მოგაკლოთ!

ნინო ზამბახიძე -საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე