Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

კომპანიამ „ჩემი რანჩო“ ბაზარზე ბოცვრის ხორცი გამოიტანა

სოკოს მწარმოებელი კომპანია „თეთრი ქუდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ვანო იოსელიანმა ბოცვრის ხორცი სარეალიზაციო ქსელში გაუშვა. მისი განმარტებით, პროდუქცია უკვე იყიდება სავაჭრო ქსელებში, თუმცა არაბრენდირებული სახით. 1 კილოგრამი ბოცვრის ხორცის ფასი 13-14 ლარის ფარგლებშია.

იოსელიანის განცხადებით, ბოცვრის ხორცი „ჩემი რანჩოს“ ბრენდით მომავალი წლიდან გაიყიდება, ანუ მას შემდეგ, რაც კომპანია გაფართოვდება.

იოსელიანის განცხადებით, კომპანია 2018 წელს პროექტში დამატებით 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია არსებულის გვერდით, კიდევ ახალი ფერმის მშენებლობა.

მისი განცხადებით, თუ დღეს არსბეული ფერმა წელიწადში 40 000 კილოგრამის წარმადობით მუშაობს, გაფართოების შემდეგ კომპანია წელიწადში 100 000 კილოგრამის წარმოებას შეძლებს.

იოსელიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი ფერმის პროექტირება, მომავალი წლის იანვარ-თებერვალში კი მშენებლობა დაიწყება.

კომპანია „ჩემი რანჩო“ ბოცვრის ხორცის ბაზარზე სხვადასხვა სახით წარდგენას გეგმავს. ეს იქნება როგორც მთლიანი, ასევე დაჭრილი და დაფასოებული ფილეები, ბარკლები და სხვა, რაც მომხმარებელს ყველაზე ჯანრთელ, დიეტურ და სასარგებლო ხორცის პროდუქტზე მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის არჩევანში ფასსა და ასორტიმენტზე.

როგორც ცნობილია, ფერმა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. პროექტი ქართული ინვესტიციით ხორციელდება და ის საშუალოვადიან პერიოდში ჯამში 5 მილიონი დოლარი ჯდება. პირველ ეტაპზე პროექტში 1 მლნ დოლარამდეა ინვესტირებული.

შეგახსენებთ, ვანო იოსელიანმა სოკოს ბიზნესიდან მებოცვრეობაში გასული წლის ბოლოს გადაინაცვლა. კომპლექსი მოიცავს ლაბორატორიებს, სასაკლაოს.

წყარო:commersant.ge