ანი ზურაბაშვილი

ანი ზურაბაშვილი საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში სერვისების განვითარებას ხელმძღვანელობს, რომელიც GFA-ს ახალი მიმართულებაა. ორგანიზაციაში დიდი რესურსი არსებობს ფერმერების მხარდასაჭერად. ანი ცდილობს, სწორად გამოარკვიოს ფერმერების საჭიროებები და მათზე მორგებული სერვისები შესთავაზოს.

მისი სამუშაო გამოცდილება ბრენდისა და მარკეტინგის მიმართულებებს მოიცავს. ანის პირველი სამსახური საერთაშორისო კრეატიული სააგენტო Saatchi&Saatchi გახლდათ, სადაც მრავალფეროვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებს უძღვებოდა. შემდგომ არაერთი წელი მუშაობდა ბრენდ-მენეჯერის პოზიციაზე ისეთი საერთაშორისო ბრენდებისთვის, როგორებიცაა ბაკარდი, მარტინი.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში მუშაობის დაწყებამდე, ანიმ გაიარა ღვინის ტურიზმისა და მარკეტინგის გაერთიანებული მაგისტრატურის კურსი სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში: ესპანეთში University of Rovira I Virghili (URV), ასევე ბორდოში Science Institute of Vine and Wine (ISVV) და პორტოში University of Porto (UP).