ნიტა ტყავაძე

ნიტა ტყავაძე 2021 წლის სექტემბერში შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ნიტა პროექტის „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზრზე წვდომა“ კოორდინატორია. მისი მთავარი მოვალეობაა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება, მათი მონიტორინგი და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კოორდინაცია.

ნიტას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში. გავლილი აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სასერტიფიკატო  კურსები. იგი გახლავთ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული  პროექტის „შავი ზღვის გალურჯება“ ეროვნული ექსპერტი.

ნიტას დამთავრებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2020 წელს, ერთი სემესტრის განმავლობაში, სწავლობდა გარემოსდაცვითი მეცნიერებების ფაკულტეტზე გერმანიაში, კიოლნის უნივერსიტეტში. თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.