ნინო ზამბახიძე

2012 წლიდან დღემდე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეა 2013 წლიდან საპარტნიორო ფონდს მრჩევლი იყო აგრო მიმართულებით. იგი 2008 წლიდან იყო აგრო კომპლექსი შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ აღმასრულებელი დირექტორი, 2010 წელს კი მან “რეგიონული განვითარების ასოციაცია” დააფუძნა. ნინო ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების – „მერკური 2011-ის“ მიერ „წლის ქალი მეწარმის“ საპატიო წოდებით დაჯილდოვდა. ის არის პირველი ქალი ლიდერი, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე, ჰილარი კლინტონის პატრონაჟით მოქმედი ორგანიზაცია „მოახდინე ინვესტირება მომავალშის“ ქვეყნის საპატიო კოორდინატორობა დაეკისრა. 2017 წელს ნინო ზამბახიძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) წლის გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად დასახელდა. ნინო ბიზნესის ადმინისტრირებაში გრენობლის ბიზნესის ეკონომიკური სკოლის მაგისტრია. ამავე მიმართულებით, ის არის კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო მაგისტრიც. 2016 წელს ნინო დასახელდა გრენობლის ეკონომიკური სკოლის მიერ წლის მეწარმედ ასევე, გავლილი აქვს სტენფორდი სუნივერსიტეტის ლიდერთა განვითარების აკადემიის კურსი „საჯარო პოლიტიკა კერძო სექტორის განვითარებაში“.