თამარ გომიაშვილი

თამარ გომიაშვილი 2021 წლის თებერვლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოაციაციას. თამარი GFA-ს ფერმერთა სათათბიროს მდივანია. იგი პასუხისმგებელია: ფერმერთა სათათბიროს შეხვედრების კოორდინირებაზე, აღრიცხვასა და ოქმების შედგენაზე; წევრ ფერმერთა ჩართულობის უზრუნველყოფაზე; დოკუმენტების მოწესრიგებასა და შესაბამის სახელმწიფო, საჯარო და/ან კერძო სტრუქტურებთან კომუნიკაციის დამყარებაზე. პარალელურად, თამარი ასოციაციის გარემოსდაცვითი სამუშაო ჯგუფის წევრია.

თამარს გავლილი აქვს A-Levels (Advanced Level)-ის სრული კურსი ჰაიბერი კოლეჯში (Highburry College, დიდი ბრიტანეთი) და ფლობს კემბრიჯის საერთაშორისო განათლების სეტიფიკატს (GCE) სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, მედია-კომუნიკაციებისა და ფოტოგრაფიის მიმართულებით.

ამჟამად თამარი ფსიქოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტად ირიცხება კავკასიის უნივერსიტეტში; ამავე სასწავლო დაწესებულებაში გავლილი აქვს ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო კურსი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.