ნათია ნინიკელაშვილი

ნათია ნინიკელაშვილი 2018 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ნათია GFA-ს პროექტების მენეჯერია. ფერმერთა ასოციაციის მხრიდან ხელმძღვანელობდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ პროექტს „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ და დღემდე ხელმძღვანელობს ევროკავშირის პროექტს წალკაში, სახელად „ეს წალკაა“. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობს ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას ბიზნესსექტორში დასავლეთ საქართველოს რეგიონებსა და წალკაში, ასევე ფერმერების გაძლიერებას ტექნიკური უნარებით და თეორიული ცოდნით.

2015 წლამდე ნათია 15 წელი საბანკო სისტემაში იყო დასაქმებული ფინანსური და საოპერაციო რისკების მართვის მიმართულებით.

ნათია ნინიკელაშვილი ინოვაციური ბიზნესის Soplidan.ge-ს დამფუძნებელი და დირექტორია.

Soplidan.ge პირველი ონლაინმაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 250-ზე მეტი დასახელების, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტს სთავაზობს ონლაინ და მეორე დღეს ადგილზე მიტანას ახორციელებს.

მანვე 2018 წელს დააარსა საქართველოს ელექტრონიული კომერციის ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებული მოთამაშეების გაერთიანებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ამ სფეროს გამოწვევებისა და შესაძლებლობების ეფექტურად გამოვლენას.

ნათია ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.