ქეთევან გოგოჭური

ქეთევან გოგოჭური 2015 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ქეთევანი GFA-ს ანალიტიკისა და კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მისი პასუხისმგებლობაა დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის დავალებების განაწილება პრიორიტეტების მიხედვით, მათი მუშაობის ზედამხედველობა და შედეგების შეფასება. ასევე ჩართულია პროექტის წინადადებების შედგენასა და პროექტების მართვაში.

ქეთევანს აქვს სამუშაო გამოცდილება მონიტორინგისა და შეფასების, კვლევის, ანალიზისა და მენეჯმენტის მიმართულებით. ფლობს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს (2013) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს (2015) ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET). 2012-2013 წლებში სწავლობდა ლატვიის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე.

2015 წლიდან ქეთევანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორია და კითხულობს შესავალ კურსს ეკონომიკის საფუძვლებში (მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა). 2021 წლიდან არის არაგვის თემთა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის წევრი.