ნათია მსხილაძე

ნათია მსხილაძე 2018 წლის თებერვლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ნათია GFA-ს კომუნიკაციის მენეჯერია. მისი ფუნქცია-მოვალეობებია: ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება, ღონისძიებების მენეჯმენტი, მედიასთან ურთიერთობა და მედიასტრატეგიის შემუშავება, მედიამონიტორინგი, ორგანიზაციის კვარტალური და წლიური საქმიანობის გამოცემის აწყობა, ვებკონტენტის ტექსტების რედაქტირება, პროექტებით გათვალისწინებული კამპანიების დაგეგმვა/აქტივობების განხორციელება, პუბლიკაციების და სხვა საკომუნიკაციო მასალების ბეჭდვა და ორგანიზაციის სოციალური მედიის გვერდების მართვა. ნათიას აქვს 15-წლიანი უწყვეტი სამუშაო გამოცდილება როგორც მედიაში, ისე საჯარო და კერძო სექტორებში. არის სხვადასხვა გამოცემის ბლოგერი, „აგროსტოპის“ იდეის ავტორი და წამყვანი, გამოცემა „Advencherer“-ის თანაავტორი.

მინიჭებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ტექნიკური უნივერსიტეტიდან. ასევე, ფლობს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის სამაგისტრო პროგრამის დიპლომს ივენთ მენეჯმენტში და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების დიპლომს. გავლილი აქვს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული ერთწლიანი კურსი: „პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და ეკონომიკა“. ასევე, მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსები: „მარკეტინგი“, „რეკლამა სოციალურ მედიაში“, „ჟესტების ენა“, „კომუნიკაციის თეორიები და ზემოქმედების ხერხები“. არის კოსოვოში ქართულ-ოსური დიალოგის მონაწილე (Berghof ფონდის მხარდამჭერი ბერლინი, პარტნიორი ICCN ).