მამუკა კახნიაშვილი

მამუკა კახნიაშვილი საქართველოს ფერმერთა ასოციაციას 2022 წლის იანვირდან შემოუერთდა.  მამუკა ასოციაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სპეციალისტად მუშაობს და მის მოვალეობაში შედის როგორც ზოგადად ასოციაციის შესახებ, ისე კონკრეტული პროექტების ჭრილში საზოგადოებასთან კომუნიკაცია, კორპორაციული იდენტობის გაძლიერება და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

მამუკას საზოგადოებათან ურთიერთობის, მარკეტინგისა და ცნობიერების ამაღლების პლატფორმების წარმატებით გამოყენების თითქმის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.  მას უმუშავია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, უფრო ადრეულ წლებში კი იყო ჟურნალისტი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ასევე მუშაობდა მედიისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიმართულებით.  მამუკას სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია და ისეთ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა საბანკო/საფინანსო სექტორი, ავიაცია, ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესის კვლევა, ციფრული ტრანსფორმაცია, ელექტრონული მმართველობა, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება და სხვა.

მამუკა ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ჟურნალისტიკაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.  გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული სასწავლო პროგრამა როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.