ლადო ბასილიძე

ლადო ბასილიძე 2020 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ლადო GFA-ს უფროსი ექსპერტ-მეცნიერია. პარალელურად, ლადო საქმიანობს სხვადასხვა პოზიციაზე სხვა ორგანიზაციებშიც, კერძოდ: არის ბიოწარმოების პროექტის ხელმძღვანელი ქართულ-გერმანულ ხილის გადამამუშავებელ საწარმოში „შპს კავკასუს ორგანიკ ფრუტს“ (2018 წლიდან), არის სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (2019 წლიდან) და პროექტის კონსულტანტი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანაში“ (2020 წლიდან). 2016-2018 წლებში იყო პროექტის მენეჯერი არასამთავრობო ორგანიზაციაში „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA)“ და სამეცნიერო პროექტის ასისტენტი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. 2017 წელს ლადო ბასილიძე იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სტიპენდიანტი. 2015 წელს საქმიანობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)“ გარემოსდაცვითი პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.

ლადო ფლობს სატყეო მეცნიერების მაგისტრის ხარისხს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან; ასევე – ბიზნესის ადმინისტრირების და ტურიზმის ბაკალავრის ხარისხს გურამ თავართქილაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტიდან. 2014 წელს, ერთი სემესტრის განმავლობაში, სწავლობდა მეტყევეობას პრაღაში, ჩეხეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტში (CULS). ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სატყეო დარგის მიმართულებით. თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.