კოკა დოღონაძე

კოკა დოღონაძე 2021 წლის მარტიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. კოკა GFA-ს მონიტორინგის და შეფასების სპეციალისტია. ჩვენს გუნდში მოსვლამდე კოკა მუშაობდა რეგიონული განვითარების ასოციაციაში მონიტორინგის და შეფასების მენეჯერის პოზიციაზე; 2013-2019 წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებულ პროექტებში (USAID, EU, bp); აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროექტში შეფასების კომისიის კუთხით (ENPARD, აწარმოე საქართველოში);

2000-2012 წლებში საქმიანობდა სხვადასხვა საჯარო  და კომერციულ ორგანიზაციაში (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, კავკასიის ლოგისტიკური კომპანია და სხვ.);

კოკა ფლობს მაგისტრის ხარისხს სახელმწიფო მართვაში. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროგრამასა და სწავლებაში (ინტერკულტურული სწავლების კურსი, პოლიტიკის ანალიზის კურსი, სახელმწიფო შესყიდვების ტრენინგი, ფინანსური ტრენინგები, ადამიანის ფსიქოსოციალური ადაპტაციის განსაზღვრის კურსი, ბიზნესის მართვის კურსი, ლიდერშიპის და კომუნიკაციების ტრენინგი, დროის მენეჯმენტის ტრენინგი).

თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.