ნიკოლოზ მესხიშვილი

ნიკოლოზ მესხიშვილი 2016 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციაციას, ნიკოლოზი GFA-ს პროფესიული განათლების ექსპერტია  და კოორდინაციას უწევს პროფესიული განათლების რეფორმის კომპონენტის, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების/დუალური მოდელის განცხორციელებას. GFA-ს სტრატეგიის თანახმად, ხელმძღვანელობს პროფესიული განათლების და ტრენინგების დეპარტამენტს აგრარული მიმართულებით.

ნიკოლოზი პროფესიული განათლების პროცესში სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებისა და საბჭოების მუშაობაში მონაწილეობს, მათ შორის, არის: პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოს“ პროფესიული განათლების ოფიცერი, პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფის წევრი და სხვა. სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში სოციალური პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე; ასოციაციის ბაზაზე პროფესიული განათლების კუთხით მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პროექტებში, როგორიცაა: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC); EU, გერმანიის ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International); World Vision; ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო (MCC). აგრარული პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით განახორციელა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა გერმანიაში. ფლობს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის აფილირებული წარმომადგენლის სტატუსს.

ნიკოლოზს დამთავრებული აქვს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის ბაკალავრიატი; ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის კურსი; ნიდერლანდების სტენდენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო სერვისმენეჯმენტში; კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ბიზნეს-მენეჯმენტის ადმინისტრირებისა და მარკეტინგის პროგრამა. გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო კურსი, არის „ფრანკლინ ქოვეის ლიდერობის კურსის“ და, ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან პარტნიორობით ორგანიზებული, „საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში“ კურსდამთავრებული.