თეკლა გურგენიძე

თეკლა გურგენიძე 2018 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გუნდს. თეკლა GFA-ს აგრონომიისა და სერტიფიცირების დეპარტამენტში სერტიფიცირების სპეციალისტია. მუშაობს ხილისა და ბოსტნეულის პირველადი წარმოების ადგილობრივი სტანდარტის განვითარებაზე, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემების ხარისხის ინფრასტრუქტურის გამართვაზე. პარალელურად, თეკლა არის პროფესიული განათლების დეპარტამენტის ასისტენტი და ჩართულია პროფესიული განათლების მიმართულების პროექტების განხორციელებაში, აქვს პარტნიორ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, მათ შორის, აქტიურ კომუნიკაციაშია საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან. ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში, ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით გარემოსდაცვითი საკითხებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორცილებაში.

თეკლა მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში UNDP – საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების პროექტზე, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტზე USAID/REAP. არის მარიამ ქუთელიას სახელობის საგრანტო პროექტის გამარჯვებული, რომელიც CNFA საქართველოს მიერ დაფინანსებული USAID/REAP პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

თეკლა ფლობს აგრონომიის მაგისტრის ხარისხს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან; არის ახალგაზრდა მეცნიერი, იტალიის, პადოვას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჟენევას სამაგისტრო პროგრამის ხარისხის მფლობელი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „ეკოლოგიური უსაფრთხოების“ კომისიის წევრი; ადგილობრივი და საერთაშორისო სასწავლო კურსების, ტრენინგების მონაწილე; ნიადაგმცოდნეობის რესპუბლიკური ოლიმპიადების გამარჯვებული; საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კონფერენციების მომხსენებელი, სამეცნიერო სტატიებისა და ნაშრომების ავტორი.