თეკლა გაგოშიძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შეუერთდა 2021 წლის ოქტომბერში, როგორც პროფესიული განათლებისა და ტრენინგების კოორდინატორი. მას აქვს 4+ წლიანი გამოცდილება საერთაშორისო და საგანმანათლებლო პროექტების მართვაში და მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა Qatar Foundation, Doha Forum და National Democratic Institute-ი.
ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს კულტურასა და პოლიტიკაში Georgetown University in Qatar-დან, ხოლო მაგისტრის ხარისხს ისლამსა და გლობალურ საკითხებში Hamad bin Khalifa University-დან.