თამარ ლასურაშვილი

თამარ ლასურაშვილი 2021 წლის იანვრიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის HR ხელმძღვანელია. თამარი, ასოციაციის სტრატეგიის გრძელვადინი განვითარების მიზნების შესაბამისად, ზრუნავს პერსონალთან დაკავშირებულ საკითხებზე: საჭირო საშტატო ერთეულის განსაზღვრა-დაკომპლექტება, შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესები, თანამშრომელთა სწავლება-განვითარება, ჩართულობა, პოტენციალის განსაზღვრა, სამოტივაციო საკითხები და ა.შ.

GFA-ს გუნდში მოსვლამდე, თამარის სამუშაო გამოცდილება, როგორც HR პროფესიონალის, 14 წელზე მეტს ითვლის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის FMCG-სა და საცალო ვაჭრობაში. იგი ცდილობს, პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ბიზნესპროცესებზე, ადამიანების ცხოვრებასა და გარემოზე. თამარი არის კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი. CSB-სა და GGSB-ში მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს CU-ს ახალ თაობას, წვლილი შეაქვს ნიჭიერი და მოტივირებული პროფესიონალების განვითარებაში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან.

თამარი აგრეთვე გახლავთ „ჯორჯიან ბევერიჯ ჰოლდინგის“ HR დირექტორი. ჰოლდინგი აერთიანებს ლუდის, გამაგრილებელი სასმელების და ღვინის წარმოებას, რეალიზაციისა და დისტრიბუციის მომსახურებას. პროფესიული გამოცდილების შუალედში, HR-დან კომერციულ სფეროში გადავიდა და ორი წლის განმავლობაში გაყიდვების ოპერაციებისა და განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ასევე, ეკავა HR ხელმძღვანელის პოზიცია „ნატახტარის ლუდსახარშში“; არის HR ასოციაციის დამფუძნებელი, სხვადასხვა HR პროფესიონალთა ასოციაციის წევრი და HR Hub Next-ის მენტორი.

თამარმა დაამთავრა კავკასიის ბიზნესსკოლის მენეჯმენტის ფაკულტეტი; ფლობს საერთაშორისო ბიზნესის მართვის მიმართულებით საფრანგეთის ორმაგი მაგისტრის ხარისხს, CU – Grenoble Ecole de Management (Grenoble Graduate School of Business); გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო კურსი, არის სერტიფიცირებული ტრენერი და CEB Global (SHL)-ის კომპეტენციების შეფასების სპეციალისტი.