თამარ თორია

თამარ თორია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2015 წლის იანვრიდან იკავებს. გარდა ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობისა, თამარი პასუხიმგებელია საინფორმაციო ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, შესყიდვებისა და ლოგისტიკის, მობილური აპლიკაცია “აგრონავტი”-ს, სერტიფიცირების, პროფესიული განათლებისა და პროექტების განმახორციელებელი განყოფილებების საქმიანობებზე, ისევე როგორც ასოციაციის სტრატეგიის თანახმად, ასოციაციის წევრებისთვის შესაბამისი სერვისების შემუშავებასა და განხორციელებაზე.

თამარი ასოციაციას და მის წევრ ფერმერებს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებსა და საბჭოებში წარმოადგენს, სადაც, შესაბამისად, მათი ინტერესების გატარებას ემსახურება. ამასთანავე, თამარი არის ფერმერთა სათათბიროს მრჩეველი დონორებთან ურთიერთობის საკითხებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების სააპელაციო საბჭოს წევრი, ილია წინამძღვრიშვილი სახელობის კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სხვ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში მუშაობის დაწყებამდე, თამარი მუშაობდა ეკონომიკური განვითარების და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებსა და პროექტებში, როგორიცაა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DfID), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო (MCG), და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები“ (NEO).

თამარს დამთავრებული აქვს თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის დასავლეთ ევროპისა და კულტურის ინსტიტუტი, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და კორპორაციული სტრატეგიისა და დაგეგმვის სამაგისტრო სადიპლომო პროგრამა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში. მას გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო მოკლევადიანი კურსი, არის სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) პოლიტიკის რეფორმის პროგრამის“ და USDA Cochrane პროგრამის „აგრობიზნესის მენეჯმენტი და მარკეტინგი“, ფრესნო, კალიფორნია, აშშ, კურსდამთავრებული.