ნუკი ჩხიკვაძე

ნუკი ჩხიკვაძე 2020 წლიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ნუკი კოორდიანაციას უწევს GFA-ს პროექტს „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების განვითარებას და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WBL) მიდგომით სოფლის მეურნეობის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა/განხორციელებას.

 

ნუკის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში, სადაც ჩართული იყო პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში, ასევე,  საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (EU, MCA, GIZ, UNDP, WB, ADB, KFW) მიერ განხორციელებული ცალკეული პროექტების აღსრულებაში. რამდენიმე წლის განმავლობაში გახლდათ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსის ჟიურის წევრი.

 

ნუკი ფლობს ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან (რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიიის ფაკულტეტის);  ასევე, გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო მოკლევადიანი კურსი, მათ შორის, არის „საერთაშორისო ვიზიტორთა პროგრამის“ (IVLP) კურსდამთავრებული (2018 წელი, ვაშინგტონი, კალიფორნია, ალაბამა, ტეხასი, ნიუ იორკი).