რატი კოჭლამაზაშვილი

რატი [ირაკლი] კოჭლამაზაშვილი 2020 წლის მარტიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. იგი იკავებს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას. მანამდე, 2018-2019 წლებში რატი იყო საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში (2014-2019) რატის ISET-ის კვლევით ინსტიტუტში ეკავა აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია. ამ პერიოდში მან როგორც პროექტის მენეჯერმა და მთავარმა მკვლევარმა, განახორციელა 20-ზე მეტი პროექტი, რომელიც საქართველოს აგრო-სასურსათო სექტორის თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავდა. 2012-2013 წლებში, რატი უმცროსი მეცნიერის პოზიციაზე მუშაობდა მინესოტას უნივერსიტეტში (აშშ).

ამასთანავე, რატი არის საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე (2014 წლიდან); თუშეთის განვითარების ფონდის თანა-დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (2015 წლიდან); საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2018 წლიდან) და სხვ.

რატი ფლობს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ). 2011 წელს ერთი სემესტრის განმავლობაში სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდა შვეიცარიის ფედერალურ ინსტიტუტში (ETH Zurich). მაგისტრატურის დასრულების შემდგომ აგრარული ეკონომიკის მიმართულებით სწავლობდა და მუშაობდა აშშ-ი, მინესოტას უნივერსიტეტში (2012-2013). რატი ასევე ფლობს თსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს.  2015 წელს მან გაიარა ჩეხეთში Teaching Fellow-ს კურსი, ხოლო 2018 წელს MASHAV-ის კურსი ისრაელში. 2015 წლიდან რატი ეკონომიკის პრინციპებს ასწავლის საქართველოს უნივერსიტეტში (2015-2017) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2017 წლიდან). რატი თავისუფლად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.