საბა მესხი

საბა მესხი 2017 წლის 1-ლი აპრილიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. თავდაპირველად დასაქმებული იყო პროექტის „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ (FASSI) კოორდინატორად. 2018 წლის აპრილიდან, USAID-ის პროექტის „ზრდა აქტივობა საქართველოში“ (ZRDA) ფარგლებში, გადავიდა სერტიფიცირების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, ხოლო, 2021 წლიდან არის GFA-ს ახლად ჩამოყალიბებული აგრონომიისა და სერტიფიცირების დეპარტამენტების სპეციალისტი. 2019 წლიდან დღემდე საბა  არის ადმინისტრაციული მენეჯერი პროექტზე „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – საქართველო“(SQIL), რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია „Land O’Lakes venture 37” ახორციელებს.

2012-2017 წლამდე მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში უფროსი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.

საბას 2012 წელს დამთავრებული აქვს „ქართულ ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი“. 2017 წელს მიენიჭა სასურსათო ტექნოლოგიების მაგისტრის ხარისხი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან.