“პროექტი დაფინანსებულია „EU Union’s Horizon 2020 კვლევითი და ინოვაციური პროგრამის“ საგრანტო ხელშეკრულება #857202-ის ფარგლებში“
DEMETER არის 2-წლიანი ევროკიმისიის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ხორციელდება პროგრამის Horizon 2020 ფარგლებში. მასში ჩართულია 60 პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებიც წარმოადგენენ 18 ქვეყანას (მათ შორის 15 ევროკავშირის წევრი). საქართველოში პროექტის პარტნიორია საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.
პროექტის მიზანია მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყობა შერჩეულ რეგიონებში, სადაც მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების პილოტირება.
პროექტი ქართველ ფერმერებს საშუალებას მისცემს მიიღონ ინფორმაცია კარგი სასოფლო – სამეურნეო პრაქტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და შემოსავლების ზრდას.