Our Archive

Our Archive

ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა (FSI) არის 3-წლიანი პროექტი (2018-2021), რომლის მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობაში ჩართული მცირე მეწარმეების კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლების ზრდით. პროექტის შედეგად შერჩეულ რეგიონებში მცირე ფერმერები გაიუმჯობესებენ  ბაზარზე პოზიციას და მათი შემოსავალი გაიზრდება. აღნიშნული მიღწეულ იქნება პროდუქტიულობის ზრდით, პროდუქციის დივერსიფიკაციითა და ბაზრებზე უკეთესი ხელმისაწვდომობით. პროექტის სამიზნე რეგიონები: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და […]

Read more

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სიმძლავრეების განვითარება“ (CBAC) არის 3-წლიანი პროექტი (2015-2018), რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA). პროექტის მიზანია საქართველოს სამხრეთით მდებარე სასაზღვრო რეგიონებში შერჩეულ საწარმოო ჯაჭვში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კონკურენტუნარიანობის ზრდა, აგრარული პოლიტიკის გაუმჯობესებისა და ფინანსური და ტექნიკური დახმარების მეშვეობით.პროექტი მიზნად ისახავს კოოპერატივთა საწარმოო ჯაჭვის წარმატებული მოდელების შექმნას, რაც უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს მდგრადი სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის.

Read more

პროექტი „SAY YES“ (Strategic Actions for Youth – A Programme for Youth Employability and Skill Development / „თქვი კი“ – სტრატეგიული აქტივობები ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების დასაქმების და უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა)  შეიქმნა ევროკავშირის ახალგაზრდული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება  “World Vision”-ის საქართველოსა და სომხეთის ოფისებთან თანამშრომლობით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA), ასოციაციის „ანიკა“, საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და […]

Read more

2019 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წალკის მუნიციპალიტეტში ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) პროექტს Local Leaders Embrace Sustainable Development in Multi-Ethnic Tsalka Municipality, რომლის მიზანია  წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შექმნა და მის აქტივობებში ახალგაზრდების, ქალებისა და მოწყვლადი ფენების წარმომადგენლების ჩართვა; ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებული რეგიონისთვის რელევანტური გამოწვევებისა და შესაძლებლობების საფუძველზე ადგილობრივი სტრატეგიის შემუშავება; ადგილობრივი […]

Read more

2018 წლიდან აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს პროექტების მართვის სააგენტო. პროგრამის  მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის კონკრეტული კულტურების განვითარებას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ამ პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა ინფორმაციის გავრცელებისა და პრ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც რეგიონალური მობილიზატორებისა და მედიის სხვადასხვა არხების საშუალებით ათასობით პოტენციურ ბენეფიციარს მიაწვდინა ხმა და გადასცა ინფორმაცია პროგრამის ბენეფიტებისა და პირობების შესახებ.

Read more

2018 წელს,  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA) განახორციელა პროექტი „წიგნი -გზა ფერმერობისკენ ყველა სოფელს”, რომელიც მიზნად ისახავდა აგრარული სექტორით დაინტერესებული სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის განათლების დონის ამაღლებას და სამოცზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კულტურის შესახებ ერთ წიგნში თავმოყრილი მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას, კონკრეტულად – წიგნის „გზა ფერმერობისკენ“ მათთვის ხელმისაწვდომობას. პროექტის დასრულების შემდეგ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში წიგნები ხელმისაწვდომია საქართველოს 10 რეგიონში არსებულ სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში. ფერმერთა ასოციაციამ, საქართველოს პარლამენტის […]

Read more

2018 წლიდან,  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA) განახორციელა პროექტი “სოფლის მეურნეობაში განათლების ხელმისაწვდომობისა და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა”, რომელიც მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობაში საგანმანათლებლო (ფორმალური, არაფორმალური და ინფორმალური) ინოვაციური პროექტების დანერგვა/იმპლემენტაცია/ხელმისაწვდომობას, საქართველოს ფერმერთა სათათბიროს წევრების საჭიროებაზე მორგებული დარგობრივი დაზოგადი კომპეტენციების განვითარებას, საქართველოს რეგიონებში განათლების ხელმისაწვლომობის უზრუნველყოფას, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო საგანმანათლებლო კურსების/ტრენინგების შეთავაზებას […]

Read more

2014 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ევროკავშირის  – ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) პროექტის ბენეფიციარი იყო. პროექტის ფარგლებში მიღებული დახმარება განკუთვნილი იყო ფერმერთა ასოციაციის როლის გაძლიერებისთვის და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისთვის, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ფერმერთა მომსახურების გაუმჯობესებას.

Read more

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ განახორციელა NUFFIC-ის (უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნიდერლანდური ორგანიზაცია) მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს აგრობიზნესში მეწარმეობისა და ადვოკატირების გაძლიერება“, ჰოლანდიელ პარტნიორ – „Holland Door Coöperatie U.A“-სთან ერთად. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გუნდის გაძლიერებას.

Read more

2018 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს ქალთა პროექტს საქართველოში ქალთა ეკონომიკური როლის გაძლიერებისთვის, რაც სხვადასხვა პარტნიორის ჩართულობას ითვალისწინებს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, როგორც ერთ-ერთმა პარტნიორმა დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონში შეარჩია 52 ქალის ბიზნესი (სხვადასხვა ბიზნეს სექტორში). 2018 წლის ბოლომდე შერჩეულ ქალებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტრენინგი ბიზნესის მართვისთვის საჭირო ტექნიკური ცოდნის გადასაცემად, წლის ბოლოს გადაეცემათ მცირე გრანტი, ხოლო […]

Read more

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პარტნიორობას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს „ზრდა“ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. „ზრდა“ არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. პროექტი ახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების […]

Read more

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი „ინკლუზიური მოდელი დუალურ განათლებაში“,რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და საჯაროპროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებულ დუალურ სწავლებაში შეზღუდული შესაძლებლობისა  და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავებას  და დანერგვის მხარდაჭერას დარგობრივი ასოციაციების, კერძო სექტორის  მონაწილეობით.

Read more