პროექტი “ბიოველიუ”

დასახელება: აგრო-სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვში ბიომრავალფეროვნების გაზრდის ხელშემწყობი, ფერმიდან სუფრამდე აგენტზე დაფუძნებული სიმულაციური ინსტრუმენტი 

განხორციელების პერიოდი: ოქტომბერი 2021 – სექტემბერი 2025

დაფინანსება: H2020-EU.3.2.1. – მდგრადი სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ბიოველიუ (BIOVALUE) გამოიყენებს ქვემოდან ზემოთ მიდგომას, რათა შეიმუშაოს დინამიური და კონკრეტულ შემთხვევებზე მორგებადი, აგრო-სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვის გასაანალიზებელი ციფრული ინსტრუმენტი. მკვლევარები მისი საშუალებით შეძლებენ  წარმოადგინონ, მოახდინონ მოდელირება, შეაფასონ, გამოიყვანონ სელექციის გზით, აწარმოონ და გაავრცელონ სპეციალურად შერჩეული გენეტიკურად მრავალფეროვანი, ფართოდ არაგამოყენებადი კულტურები და შეიმუშაონ გაყიდვადი, სერტიფიცირებული კულინარიული პროდუქტები. მომხმარებლების მოთხოვნაზე საპასუხოდ, აგროეკოსისტემებში ბიომრავალფეროვნების გასაზრდელად პროექტი ხელს შეუწყობს ამ კულტურების სამომავლო  გაყიდვასა და წარმოებას. გარდა ამისა, მოდელირებადი, მომხმარებლის მიმართ მეგობრული და გამოყენებისთვის მზა ჩარჩო ინსტრუმენტი გამოიცდება გარკვეული საკვანძო ინდიკატორების გამოსავლენად და ამ სფეროში პოლიტიკის ხარისხისა და გავლენის შესაფასებლად ისევე, როგორც გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ღირებულებათა ჯაჭვში არასაკმარისად გამოყენებული, გენეტიკურად მდიდარი კულტურების დამკვიდრება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების გაზრდას.

https://cordis.europa.eu/project/id/101000499