Our Archive

Our Archive

2018 წლიდან აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს პროექტების მართვის სააგენტო. პროგრამის  მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის კონკრეტული კულტურების განვითარებას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ამ პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა ინფორმაციის გავრცელებისა და პრ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც რეგიონალური მობილიზატორებისა და მედიის სხვადასხვა არხების საშუალებით ათასობით პოტენციურ ბენეფიციარს მიაწვდინა ხმა და გადასცა ინფორმაცია პროგრამის ბენეფიტებისა და პირობების შესახებ.

Read more

2018 წელს,  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA) განახორციელა პროექტი „წიგნი -გზა ფერმერობისკენ ყველა სოფელს”, რომელიც მიზნად ისახავდა აგრარული სექტორით დაინტერესებული სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის განათლების დონის ამაღლებას და სამოცზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კულტურის შესახებ ერთ წიგნში თავმოყრილი მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას, კონკრეტულად – წიგნის „გზა ფერმერობისკენ“ მათთვის ხელმისაწვდომობას. პროექტის დასრულების შემდეგ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში წიგნები ხელმისაწვდომია საქართველოს 10 რეგიონში არსებულ სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში. ფერმერთა ასოციაციამ, საქართველოს პარლამენტის […]

Read more

2018 წლიდან,  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA) განახორციელა პროექტი “სოფლის მეურნეობაში განათლების ხელმისაწვდომობისა და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა”, რომელიც მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობაში საგანმანათლებლო (ფორმალური, არაფორმალური და ინფორმალური) ინოვაციური პროექტების დანერგვა/იმპლემენტაცია/ხელმისაწვდომობას, საქართველოს ფერმერთა სათათბიროს წევრების საჭიროებაზე მორგებული დარგობრივი დაზოგადი კომპეტენციების განვითარებას, საქართველოს რეგიონებში განათლების ხელმისაწვლომობის უზრუნველყოფას, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო საგანმანათლებლო კურსების/ტრენინგების შეთავაზებას […]

Read more

2014 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ევროკავშირის  – ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) პროექტის ბენეფიციარი იყო. პროექტის ფარგლებში მიღებული დახმარება განკუთვნილი იყო ფერმერთა ასოციაციის როლის გაძლიერებისთვის და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისთვის, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ფერმერთა მომსახურების გაუმჯობესებას.

Read more

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ განახორციელა NUFFIC-ის (უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნიდერლანდური ორგანიზაცია) მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს აგრობიზნესში მეწარმეობისა და ადვოკატირების გაძლიერება“, ჰოლანდიელ პარტნიორ – „Holland Door Coöperatie U.A“-სთან ერთად. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის გუნდის გაძლიერებას.

Read more

2018 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს ქალთა პროექტს საქართველოში ქალთა ეკონომიკური როლის გაძლიერებისთვის, რაც სხვადასხვა პარტნიორის ჩართულობას ითვალისწინებს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, როგორც ერთ-ერთმა პარტნიორმა დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონში შეარჩია 52 ქალის ბიზნესი (სხვადასხვა ბიზნეს სექტორში). 2018 წლის ბოლომდე შერჩეულ ქალებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტრენინგი ბიზნესის მართვისთვის საჭირო ტექნიკური ცოდნის გადასაცემად, წლის ბოლოს გადაეცემათ მცირე გრანტი, ხოლო […]

Read more

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პარტნიორობას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს „ზრდა“ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. „ზრდა“ არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. პროექტი ახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების […]

Read more

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი „ინკლუზიური მოდელი დუალურ განათლებაში“,რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და საჯაროპროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებულ დუალურ სწავლებაში შეზღუდული შესაძლებლობისა  და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავებას  და დანერგვის მხარდაჭერას დარგობრივი ასოციაციების, კერძო სექტორის  მონაწილეობით.

Read more

2016 წლიდან, მიმდინარეობს პროექტი “ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში” ევროკავშირისმხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო განვითარების სააგენტოს  (სიდა) მიერ საქართლოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტთან (DVVInternational)პარტნიორობით. პროექტი უზრუნველყოფს ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფიპირებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებას – სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და სამოქალაქოსაზოგადოების ჩართულობის გზით.

Read more

„ფაბრიკაში“, პროექტ „ საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ქალი მეწარმეები დაესწრნენ. პროექტი მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალთა მხარდასაჭერად. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ პროექტში, რომელსაც საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს, მოხდა 50 ქალის შერჩევა, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ახორციელებენ. ” ვიმუშავებთ დამწყებ […]

Read more

სასტუმრო რუმსში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების შესახებ (გეოგაპი/GeoGAP) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოში მოქმედი მასერტიფიცირებელი და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები, სურსათის უნვებლობის ექსპერტები და გეოგაპის საპილოტე ფერმერები ესწრებოდნენ. გეოგაპის მიზანია უვნებელი და მიკვლევადი ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერების სერტიფიცირება, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის მიღებასა და რეალიზაციას Geo GAP სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ფერმერული მეურნეობის ეკონომიკური, სოციალური და […]

Read more

სექტემბერს, სომხეთის ქალაქ წაღკაძორში გაიმართა საქართველოსა და სომხეთში რძისა და რძის პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის პრეზენტაცია. კვლევა ჩაატარეს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA) (საქართველო) და აგრობიზნესის და სოფლის განვითარების ცენტრმა (CARD) (სომხეთი), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა რძის სექტორში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ორი ქვეყნის როგორც სახელმწიფო […]

Read more