EUGBC: მიწის შესახებ რეგულაციები გადასახედია

“ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, მთავრობა მზადაა, ინვესტორთა საბჭოს რეკომენდაცია გაითვალისწინოს და მიწის შესახებ კანონი ისე დაწეროს, რომ ის საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს არ ეწინაამღდეგებოდეს. 

საქმე ისაა, რომ ინვესტორთა საბჭოს მიწის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერთან დაკავშირებით რეკომენდაციები აქვს. საბჭო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივი ინვესტიციების ხელშეკრულებებთან, რომელიც საქართველოს 30-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. 

“ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან (1995), აღნიშნავს, რომ ამერიკელი ინვესტორებისა და კომპანიებისთვის, არ უნდა იყოს უფრო რთული საინვესტიციო პირობები, ვიდრე ეს ქართველებისთვისაა დაწესებული”, – აღნიშნავს, საბჭო. 

ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი აუცილებლად გადასახედია. 

სანდრო ჭუმბურიძის თქმით, მთავარობა პარლამენტთან ერთად ამ საკითხზე უკვე მუშაობს. 

რაც შეეხება ზოგადად საკონსტიტუციო ჩანაწერს, რომელიც უცხოელებზე მიწის გასხვისებას ზღუდავს, ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ ეს ერთმნიშნველოვნად უარყოფით როლს ითამაშებს ინვესტორებზე. 

“თუმცა, თვითონ პრემიერიც და ყველაც მონდომებულია, რომ კანონი მორგებული იყოს თანამედროვე სტანდარტებზე”,- აცხადებს სანდრო ჭუმბურიძე.

წყარო:bm.ge