Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

წელს კახელმა მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციიდან 143 მლნ ლარი მიიღეს

საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ წელს რთველი წარმატებულად დამთავრდა. მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა.

“ეს არის ნამდვილად თითოეული მევენახის, თითოეული გლეხის, მთლიანად საქართველოს და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატება.

რთველის პროცესში ჩართული იყო 230 კომპანია და ყურძენი კომპანიებს 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

მთელი ეს პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული, მევენახეები და მეწარმეები ფასზე შეთანხმდნენ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად და ფასი განისაზღვრა ადგილწარმოშობის, ხარისხის და სხვა ფაქტორების მოთხოვნაზე დაფუძნებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სახელმწიფოს მიერ სწორად ჩატარებული პროცესით, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა – ეს იყო ხვნისა და თესვის პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტები, აგროდაზღვევის სისტემა და, რა თქმა უნდა, ბაზრების დივერსიფიკაცია, დღეს უკვე შექმნილია ჯანსაღი სისტემა, რომელიც ძალიან წარმატებით მუშაობს.

ეს, ვფიქრობთ, ძალიან კარგი შედეგია. მინდა, მადლობა გადავუხადო მთლიანად რთველის საკოორდინაციო შტაბს და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს ძალიან ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებული რთველისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო:bpi.ge