Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

შეიქმნა საქართველოს ფერმერთა სათათბირო

2017 წლის 25-26 სექტემბერს, თბილისში სასტუმრო “Holiday Inn”-ში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს ფერმერთა სათათბირო ოფიციალურად დაფუძნდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი.

საქართველოს ფერმერთა სათათბიროს წევრებს სიტყვით მიმართეს მაირა დზელზკალეჟა-ბურმისტრემ – ლატვიის ფერმერთა პარლამენტისა და COPA-COGECA-ს თავმჯდომარის მოადგილე და პროდრომოს კალაიტზისმა – COPA-COGECA-ს უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის (EU), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “ზრდა საქართველოში” წარმომადგენლები, შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს, პარტნიორი ორგანიზაციების, მათ შორის ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელი მხარეების წარმომადგენლები. 26 სექტემბერს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, სათათბიროს პრეზენტაციასთან ერთად, დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი 3 ახალი პროექტი წარმოადგინა: საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“ და წიგნი „გზა ფერმერობისკენ“. ფერმერთა სათათბირო 2017 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საკომუნიკაციო ქსელის მუნიციპალურ დონეზე გავრცელებას, რეგიონებში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი დროულად აღმოფხვრის მიზნით აქტივობების განხორციელებას.

ფერმერთა სათათბიროში ქვეყნის 60 მუნიციპალიტეტიდან რეგიონული წარმომადგენლობების დონეზე და საქმიანობის სფეროების მიხედვით 120 ფერმერია წარმოდგენილი. ახალი საკონსულტაციო ორგანო, სოფლის მეურნეობის საკითხებზე საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება ჩართული და აქტიურად შეუწყობს ხელს ფერმერთა საქმიანობის განვითარებისათვის აუცილებელი პროექტების განხორციელებას. სათათბიროს ფორმირება მოხდა ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ქეა – საერთაშორისო კავკასიაში“ მიერ განხორციელებული ENPARD-ის პროექტის „თანამშრომლობა სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ ფარგლებში, და ასევე ორგანიზაცია „ოქსფამის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია 2016 წელს შეიქმნა და მომარაგების დახვეწილი, მარტივი და უწყვეტი ჯაჭვის შექმნას ემსახურება. კომპანიის ამოცანაა ადგილობრივი ფერმერული ორგანიზაციების გაძლიერება და იმპორტული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება. აგრონავტი არის მობილური აპლიკაცია, რომელიც 2017 წელს, ადგილობრივ ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. აპლიკაცია არის მარტივი და მოქნილი ელექტრონული სისტემა, რაც ფერმერს მის მიერ წარმოებული პროდუქტის გასაღების, ახალ ბაზარზე გასვლისა და დაკავშირების საშუალებას აძლევს. წიგნი „გზა ფერმერობისკენ“ 2017 წელს, ფონდ “კონსტანტა”-ს თანადგომით გამოიცა. წიგნში აღწერილია საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული 60-ზე მეტი სასოფლო სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგია, ასევე, მათი წარმოებისათვის აუცილებელი ფაქტორების – კლიმატის, ნიადაგის ტიპების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოცულობისა და სხვა პირობების მიმოხილვა ქვეყნის რეგიონების მიხედვით (9 რეგიონი, აჭარის ა/რ და აფხაზეთის ა/რ). ინფორმაცია დონორისა და პარტნიორების შესახებ: ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის დახმარებით.

2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge Care International: ქეა წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში სიღარიბის შემცირებას. ქეას პროგრამის მიზანი სამხრეთ კავკასიაში სოფლად სიღარიბის, მოწყვლადობისა და სოციალური უთანასწორობის შემცირება და მდგრადი განვითარებისთვის პირობების გაუმჯობესებაა, რაც რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას შეუწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.care-caucasus.org.ge Oxfam: მსოფლიო მასშტაბით მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ოქსფამი დახმარებას უწევს დაუცველ ადამიანებს და თემებს მთელ რეგიონში საკვებით უზრუნველყოფილი მომავლის მშენებლობაში კლიმატის ცვლილების პირობებში. ოქსფამი ეხმარება საქართველოში წვრილ ფერმერებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვაში, საკმარისი საკვების მოპოვებასა და საკმარისი შემოსავლის მიღებაში. ოქსფამი ეხმარება ადგილობრივ თემებს საკუთარი მთავრობებისგან მოითხოვონ ანგარიშვალდებულება და ხელი მიუწვდებოდეთ ძირითად მომსახურებებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ Oxfam-ის ოფიციალურ ვებ გვერდს: www.oxfam.org

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:https://www.facebook.com/zrda.ge; www.zrda.ge ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონ ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბატონი გიორგი გახარია, ევროკავშირის (EU), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “ზრდა საქართველოში” წარმომადგენლები, შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს, პარტნიორი ორგანიზაციების, მათ შორის ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელი მხარეების წარმომადგენლები.

სათათბიროს მიზნებია: ფერმერთა ინეტერსების დაცვა და საკანონმდებლო პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საკომუნკიკაციო ჯაჭვის მუნიციპალურ დონეზე გავრცელების გზით. მოწვეული კონსულტანტების რეკომენდაციების საფუძველზე, შეიქმნა ფერმერთა სათათბიროს მმართველობითი სტრუქტურა, წესდება და შინაგანაწესი. შემუშავდა სათათბიროს საქმიანობის პროცედურული სქემა. განისაზღვრა წარმომადგენელთა რაოდენობა, მათი შერჩევის კრიტერიუმები. მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა სათათათბიროს კანდიდატურების შერჩევის მიზნით შეიქმნა სააპლიკაციო ფორმა. საკონსულტაციო ორგანოში 60 მუნიციპალიტეტიდან 120 ფერმერი იქნება წარმოდგენილი როგორც რეგიონულ დონეზე, ასევე, საქმიანობის სფეროების მიხედვით. სათათბირო დაყოფილია სექტორულ ჯგუფებად, სადაც განიხილება სხვადასხვა სექტორში არსებული აქტუალური თუ პრობლემური საკითხები. საკონსულტაციო ორგანოში შეიქმნა რეგიონული, კოოპერატივებისა და აგროპოლიტიკის კომიტეტები. ფერმერთა სათათბიროში ხმის მიცემის პროცედურა ხორციელდება მობილური აპლიკაციით (Evote სისტემით, რომელიც შეიძლება ჩამოიტვირთოს „iOS“ -ისა და „Android“-ის სისტემის სმარტფონებზე), რომელიც სპეციალურად სათათბიროსთვის შეიქმნა პროცესის გამჭვირვალობისათვის. სათათბიროსთვის შექმნილი წესდების მიხედვით, ფერმერთა სათათბიროს გაფართოებული შეხვედრები ჩატარდება წელიწადში ორჯერ, ხოლო სექტორული – სამ თვეში ერთხელ. ფერმერთა სათათბიროს უახლოესი გეგმები საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გეგმავს ფერმერებისთვის სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამების ორგანიზებას, რაც მათ საშუალებას მისცემს მიღებული ცოდნა მოახმარონ საკუთარი რეგიონის განვითარებას; გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. ფერმერთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოების ხელმძღვანელები/ექსპერტები, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მოთათბირეებს მიაწვდიან რეკ¬-ომენდაციებს სექტორში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების, საკანონმდებლო ცვლილებების, სამომავლო პერსპექტივებისა და ამ მიმართულებით მომუშავე დონორების შესახებ. სასწავლო პროგრამების გავლის, ექსპერტების რეკომენდაციებისა და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერის შედეგად, მოთათბირეები შეძლებენ მთავრობის მიერ ინიცირებული იმ კანონპროექტების შემუშავების პროცესში ჩართვას, რომლებიც უშუალოდ ეხება ფერმერთა, როგორც მცირე მეწარმეების კეთილდღეობას. სათათბიროს ჰყავს მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან დარგის სპეციალისტები და მაღალკვალიფიციური ექსპერტები. ინფორმაციისთვის: საქართველოს ფერმერთა ასოციაციაციამ სათათბიროს შექმნის ინიციატივა მის წევრ ფერმერებს, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 2016 წლის 1 დეკემბერს წარუდგინა, სადაც კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღეს სათათბიროს ფორმირების გადაწყვეტილება. სოფლის მეურნეობის სფეროში ეფექტური საკონსულტაციო ორგანოს შესაქმნელად რეკომენდაციების შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“-სა და „ოქსფამი“-ს მიერ მოწვეული ექსპერტები, პროდრომოს კალაიტზისი – ევროპის სოფლის მეურნეობის ასოციაციებისა და კოოპერატივების გაერთიანება „Copa-Cogeca“-ს კონსულტანტი და მაირა დზელზკალეჟა-ბურმისტრე – ლატვიის ფერმერთა პარლამენტის თავმჯდომარე. ექსპერტებმა შეისწავლეს ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკა. ასევე, დარგში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების დადგენის მიზნით, შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებსა და სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებს. სათათბიროს ფორმირება მოხდა ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ქეა – საერთაშორისო კავკასიაში“ მიერ განხორციელებული ENPARD-ის პროექტის „თანამშრომლობა სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ ფარგლებში, და ასევე ორგანიზაცია „ოქსფამის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის დახმარებით.

2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge Care International: ქეა წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში სიღარიბის შემცირებას. ქეას პროგრამის მიზანი სამხრეთ კავკასიაში სოფლად სიღარიბის, მოწყვლადობისა და სოციალური უთანასწორობის შემცირება და მდგრადი განვითარებისთვის პირობების გაუმჯობესებაა, რაც რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას შეუწყობს ხელს.დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.care-caucasus.org.ge Oxfam: მსოფლიო მასშტაბით მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

ოქსფამი დახმარებას უწევს დაუცველ ადამიანებს და თემებს მთელ რეგიონში საკვებით უზრუნველყოფილი მომავლის მშენებლობაში კლიმატის ცვლილების პირობებში. ოქსფამი ეხმარება საქართველოში წვრილ ფერმერებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვაში, საკმარისი საკვების მოპოვებასა და საკმარისი შემოსავლის მიღებაში. ოქსფამი ეხმარება ადგილობრივ თემებს საკუთარი მთავრობებისგან მოითხოვონ ანგარიშვალდებულება და ხელი მიუწვდებოდეთ ძირითად მომსახურებებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ Oxfam-ის ოფიციალურ ვებ გვერდს: www.oxfam.org USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:https://www.facebook.com/zrda.ge; www.zrda.ge