Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ქალი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მდგრადი განვითარების ფესტივალზე

7 ივლისს, ამბროლაური მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალს მასპინძლობდა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა , სადაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებული პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“, ბენეფიციარებიც მონაწილეობდნენ, რომლის პარტნიორი საქართველოს ფერმერთა ასოციაციაა.

ქალი მეწარმეები სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან, მათ შორის, სასტუმრო ბიზნესს, მეღვინეობასა და ფერმერობას. პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნითა და ფინანსური მხარდაჭერით, მეწარმე ქალებმა საკუთარი წარმოება გაზარდეს და დამატებით ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმეს.

მეწარმე ქალებს მხარდაჭერას პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ უწევდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.

აღნიშნული პროექტი საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას 2020 წლამდე განაგრძობს.