Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

რძისა და რძის პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის პრეზენტაცია

სექტემბერს, სომხეთის ქალაქ წაღკაძორში გაიმართა საქართველოსა და სომხეთში რძისა და რძის პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის პრეზენტაცია. კვლევა ჩაატარეს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA) (საქართველო) და აგრობიზნესის და სოფლის განვითარების ცენტრმა (CARD) (სომხეთი), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა რძის სექტორში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ორი ქვეყნის როგორც სახელმწიფო სექტორის, დონორი ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ფერმერები და რძის პროდუქტების მწარმოებლები.
სამუშაო შეხვედრაზე გამართული დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას.
http://www.fao.org/georgia/news/detail-events/en/c/1152460/