Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

კომპანია “ყარალაშვილის ღვინის მარანი“ შატოს ტიპის სასტუმროს აშენებას გეგმავს

ღვინის მწარმოებელი კომპანია “ყარალაშვილის ღვინის მარანი” ბიზნესის გაფართოებას და შატოს ტიპის სასტუმროს აშენებას გეგმავს. გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის დამფუძნებელ ლაშა ყარალაშვილთან:

– როდის დაფუძნდა კომპანია „ყარალაშვილის ღვინის მარანი“  და ამჟამად რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებთ?

– კომპანია  2014 წელს დაარსდა, ჯერჯერობით ვაწარმოებთ 5 სახეობის ღვინოს როგორც მშრალს ასევე ნახევრად ტკბილს, საფერავს, მუკუზანს, ქინძმარაულს, რქაწითელს და ქვევრის რქაწითელს.

– გაქვთ თქვენი ვენახები თუ ფერმერებისგან იბარებთ? 

– გვაქვს საკუთარი ვენახები ყვარელში ქინძმარაულის ზონაში საიდანაც ვამზადებთ საფერავსა და ქინძმარაულს ასევე ვყიდულობთ გლეხებისგანაც. წელს ვაპირებთ კიდევ 3 ჰექტარზე გავაშენოთ საფერავის ჯიშის ყურძენი.

– წელს პირველი რთველია, როდესაც სუბსიდია შეიზღუდა. როგორია არასუბსიდირებული რთველი და რაიმე პრობლემების წინაშე ხომ არ დადექით?

– სირთულის  წინაშე როგორც ჩვენ ასევე ყველა ღვინის მწარმოებელი დადგა, რადგან სუბსიდიის შეჩერებასთან ერთად ყურძნის ფასიც საგრძნობლად გაიზარდა.

– მთავრობისსურვილიაყურძნისსუბსიდირებიდანგავიდესამ საკითხს როგორუყურებთ,შეძლებსდღესქართულიღვინისსექტორისახელმწიფოს დახმარების გარეშეარსებობას და განვითარებას?

– მთავრობა დიდი ხანია საუბრობს სუბსიდიის მოხსნაზე, ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ქონდათ მომზადებულიყვნენ ამ მომენტისათვის რათა ხელი არ შეეშალა სუბსიდიის მოხსნას მათი საქმიანობისათვის.

– სად ახდენთ ღვინის რეალიზაციას,ადგილობრივ ბაზარზე თუ ექსპორტზეც? საექსპორტო ქვეყნების სია როგორია?

– ჩვენი პროდუქცია იყიდება როგორც ჩვენს ბრენდირებულ მაღაზიაში რომელიც მდებარეობ ძველ თბილისში ვერცხლის ქუჩის ნომერ 19-ში ასევე სხვადასხვა ღვინის მაღაზიაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.

– თუ აპირებთ საექსპორტო ბაზრების განვითარებას და რა მიმართულებით? (ევროპის, აზიის თუ რომელი ქვყნები იქნება პრიორიტეტი ?

– ჯერჯერობით ვფიქრობთ თავი დავმკვიდროთ ქართულ ბაზარზე, თუმცა დიდი ინტერესია ექსპორტზეც. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინგლისსა და ჩინეთში.

– კომპანიის სამომავლო გეგმები რა  არის?

– სამომავლოდ ვგეგმავთ გავზარდოთ ასორტიმენთი კერძოდ კი განვავითაროთ ქვევრის ღვინის წარმოება, ასევე ვგეგმავთ ჩვენს ვენახებში ავაშენოთ შატოს ტიპის სასტუმრო სადაც მივიღებთ როგორც ქართველ ასევე უცხოელ დამსვენებლებს.

– მუდმივად მიდის იმაზე საუბარი, რომ ქართველ ფერმერს ხელისუფლება უნდა დაეხმაროს, სხვა შემთხვევაში ღვინის სექტორი ვერ განვითარდება. თქვენი აზრით, ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა როგორ უნდა მოხდეს?

– ხელისუფლება ცდილობს დაეხმაროს და გზა გაუხსნას ქართულ ღვინოს სხვადასხვა ბაზრებზე, კარგი იქნებოდა მეტი კომუნიკაცია ადგილობრივ  მევენახეებსა და მთავრობას შორის.

წყარო:bpi.ge