„წიგნი -გზა ფერმერობისკენ ყველა სოფელს”

2018 წელს,  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA) განახორციელა პროექტი „წიგნი -გზა ფერმერობისკენ ყველა სოფელს”, რომელიც მიზნად ისახავდა აგრარული სექტორით დაინტერესებული სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის განათლების დონის ამაღლებას და სამოცზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კულტურის შესახებ ერთ წიგნში თავმოყრილი მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას, კონკრეტულად – წიგნის „გზა ფერმერობისკენ“ მათთვის ხელმისაწვდომობას. პროექტის დასრულების შემდეგ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში წიგნები ხელმისაწვდომია საქართველოს 10 რეგიონში არსებულ სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში. ფერმერთა ასოციაციამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების და სსიპ სერვისების მმართვის სააგენტოს თანადგომით, წიგნი მთელი საქართველოს მასშტაბით გაავრცელა. წიგნები ასევე გადაეცა ფერმერთა ასოციაციის პარტნიორ კოლეჯებს, საკონსულტაციო კომპანიებს და  რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.