ძლიერი და მდგრადი ტურიზმი უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობისთვის

პროექტის დასახელება: ძლიერი და მდგრადი ტურიზმი უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობისთვის.

პროექტის ხანგრძლივობის ვადა: 01.06.2022 -31.12.2022

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, პარტნიორ ორგანიზაცია Helvetas – თან ერთად დაიწყო ახალი საპილოტე პროექტის  განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის გაძლიერებას უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობისთვის.

პროექტის 5 უმთავრეს მიზანს წარმოადგენს:

  • საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში აგროტურიზმის ინდუსტრიის აქტორების შესახებ კვლევების ჩატარება ძირითადი საჭიროებების დასადგენად.
  • სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ძირითადი დაინტერესებული მხარეების (მაგ. – დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები (DMOs) და ა.შ.) შესაძლებლობების გაზრდა.
  • world პლატფორმის ხელშეწყობა და მომხმარებელთა საოპერაციო შესაძლებლობების გაუმჯობესება მარკეტინგის თანამედროვე პრაქტიკის რეგიონულ დონეზე დანერგვის უზრუნველსაყოფად.
  • საპილოტე ეროვნული ხარისხის სტანდარტის შექმნის გზით, საერთაშორისო დონეზე ქართული აგროტურისტული ბაზრის პოზიციონირების გაუმჯობესება.
  • გამოცდილების გაზიარების მიზნით სამხრეთ კავკასიაში ინსტიტუციური კავშირების გაღრმავება აგროტურიზმის სექტორულ მოთამაშეებს შორის.