ჩვენი CSR

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობაა, რაც  ორგანიზაციის მენეჯმენტის და თითოეული თანამშრომლის აზრით, უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას გულისხმობს.

ასოციაცია, როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი, მიზნად ისახავს  გლობალური შეთანხმების პრინციპების ყოველდღიურ საქმიანობაში და ორგანიზაციულ კულტურაში ინტეგრირებას, რაც გულისხმობს პარტნიორებთან კომუნიკაციას, ბენეფიციართა უფლებების დაცვას, ადვოკატირებას, კორუფციასთან ბრძოლას, ორგანიზაციის ჩართულობას გარემოსდაცვით  საქმიანობაში, თანამშრომელთა მოტივაცია/შენარჩუნებას, განათლების ხელმისაწვდომობას და უკეთესი სერვისების შეთავაზების შესაძლებლობას.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ თითქმის ყველა პროექტში ჩადებულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერების ხელშეწყობის კომპონენტი. ასოციაცია ხელს უწყობს ფერმერების გაძლიერებას, მიკრო მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების უზრუნველყოფას.

ამასთან ერთად, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების (როგორიც არის ქალები, პატიმრები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) გაძლიერების მიმართულებით, ორგანიზაცია ხელს უწყობს მათ განვითარებას პროფესიული განათლების მიწოდების გზით, რაც მათთვის მდგრადი ეკონომიკური შესაძლებლობის წინაპირობას წარმოადგენს.