შერჩევა პროფესიული უნარების ტრანსნაციონალური კონკურსისთვის

პროფესიული უნარების ტრანსნაციონალური კონკურსი

 

საქართველოსა და სომხეთს შორის საგანმანათლებლო პარტნიორობის ფარგლებში და პროექტის „კომპეტენციები დასაქმებისთვის“ მხარდაჭერით 2019 წლის 6 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს პროფესიული უნარების ტრანსნაციონალურ კონკურსს სამ პროფესიულ უნარში: ლანდშაფტის დიზაინი, ყველის ამოყვანა და საკონდიტრო საქმე. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და სომხეთის ახალგაზრდობა. ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ტრანსნაციონალური კონკურსი გაიმართება ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში ერთი დღის განმავლობაში. კონკურსის პარალელურად მოხდება პროფესიული უნარების მოსინჯვა, რომელშიც ახალგაზრდობასთან ერთად  სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია იწვევს დაინტერესებულ პირებს წარმოადგინონ რეზიუმე არა უგვიანეს 2019 წლის 30 ოქტომბრისა შემდეგ მისამართზე: wblgeorgia@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

პროფესიული უნარების ტრანსნაციონალური კონკურსი