ყვავილები მსჯავრდებულებისგან

8 მაისს, რუსთავის N16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მედიატური გაიმართა. ჟურნალისტები პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ ბენეფიციარებს შეხვდნენ, რომლებიც დასაქმებულები არიან პროექტის ფარგლებში მოწყობილ ყვავილების სათბურში.

პროექტის მიზანი იყო მოეხდინა პატიმარი, ყოფილი პატიმარი, პირობითი მსჯავრის მქონე და განრიდებული პირებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარება – სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობის გზით.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, პროექტის ფარგლებში კოორდინირებას უწევდა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამას სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
პენიტენციურ დეპარტამენტთან შეთანხმებით, განხორციელდა სამი მიზნობრივი დაწესებულების (N5, N16, N15) შერჩევა, სადაც აშენდა და გაიმართა სამი სათბური, განხორციელდა კენკროვანი კულტურებისა და ყვავილების წარმოების თეორიული და პრაქტიკული კურსი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით; განხორციელდა სასათბურე კონსტრუქციებისა და სანერგე ჩითილებისთვის ადგილების მოწყობა და ყვავილებისა და მარწყვის წარმოება.

პროექტის ინიციატორები საქართველოს ფერმერთა ასოციაცია  , არასამთავრობო ოგრანიზაცია სიდა და DVV საერთაშორისო იყო.