22 აპრილს საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოში მოღვაწე მეწარმე ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
“ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში” ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები დამატებით 60 მეწარმე ქალი ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს გაივლის.
პროექტი, მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. მათ შორის სოფლად მცხოვრები და სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ქალების მხარდაჭერას.
ბიზნესის გაფართოების მიზნით, კომისიის მიერ შერჩეული ბენეფიციარი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას.
პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ნორვერგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით ახორციელებს.