„ფაბრიკაში“, პროექტ „ საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ქალი მეწარმეები დაესწრნენ.
პროექტი მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალთა მხარდასაჭერად.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ პროექტში, რომელსაც საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს, მოხდა 50 ქალის შერჩევა, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ახორციელებენ. ” ვიმუშავებთ დამწყებ ბიზნესმენ ქალებთან, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი და უნდათ მისი გაფართოვება. ვიმუშავებთ ასევე, დიდ შემდგარ კომპანიებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ გაფართოვდნენ და გაზარდონ თავისი გაყიდვები,”-განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.
ქალ მეწარმეთა მთავარი გამოწვევად განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება. შესაბამისად, შერჩეულ მონაწილეები ბიზნესის განსავითარებლად ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამის ტრეინინგებს გაივლიან.
პროექტი ორწლიანია. წლის ბოლოსთვის კი, ბორდი 50-დან 25 მონაწილებს შეარჩევს, რომლებიც ბიზნესის გაფართოების მიზნით დაფინანსებას მიიღებს .
