ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე სასოფლო მეურნეობებისთვის

პროექტის სახელი: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე სასოფლო მეურნეობებისთვის

პროექტის ხანგრძლივობის ვადა: 15.06.2023 -15.12.2023

პროექტის მთავარი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ცნობიერების ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. პროექტისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის დახმარება და მხარდაჭერა საჭირო სერვისების შექმნაში რათა მათ მიიღონ საინვესტიციო დაფინანსება და შესაბამისად გაზარდონ თავიანთი ბიზნესი საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების შემუშავებით რაც მომავალში აისახება შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელის დანერგვით.

ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს ASP-ების/BSO-ების შესაძლებლობებისა და ცოდნის გაუმჯობესებას ისე, რომ ბაზარზე დაფუძნებული ფინანსური სერვისები გაგრძელდება პროექტის შემდეგ, რაც ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაცია ადგილობრივად.

პროექტის ჩარჩო მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

  • აქტივობა 1: მომსახურების მიმწოდებლებისა და სერვისების იდენტიფიცირება.
  • აქტივობა 2: ბიზნესის მხარდაჭერის სერვისების განვითარება, რომელიც შეესაბამება სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს.
  • აქტივობა 3: თანადაფინანსებული სერვისების ხელშეწყობა
  • აქტივობა4: მონიტორინგი და შემდგომი ნაბიჯების იდენტიფიცირება სერვისის მიმწოდებლებთან ერთად.