ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა

ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა (FSI) არის 3-წლიანი პროექტი (2018-2021), რომლის მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობაში ჩართული მცირე მეწარმეების კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლების ზრდით.

პროექტის შედეგად შერჩეულ რეგიონებში მცირე ფერმერები გაიუმჯობესებენ  ბაზარზე პოზიციას და მათი შემოსავალი გაიზრდება. აღნიშნული მიღწეულ იქნება პროდუქტიულობის ზრდით, პროდუქციის დივერსიფიკაციითა და ბაზრებზე უკეთესი ხელმისაწვდომობით.

  • პროექტის სამიზნე რეგიონები: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი.